воскресенье, 15 ноября 2009 г.

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელი: ფიროსმანი და თბილისი;
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნონ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას და შეძლონ ექსპოზიციის მოწყობა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოამზადებენ ექსპოზიციას
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოამზადებენ ექსპოზიციას,რომელიც მნახველებს გააცნობს ფიროსმანის შემოქმედებას,მის ბიოგრაფიას
და XIX ს-ის თბილისის არქიტექტურას, მისი შენობების, მოედნებისა და ქუჩების ისტორიას, იმ პერიოდის ქართულ ჩაცმულობასა და ყოფით ნივთებს მოსწავლეებმა ახლებურად უნდა წარმოადგინონ ფიროსმანის შემოქმედება და მისი თანამედროვე ქართული კულტურული გარემო..
მოსწავლეთა ასაკი: 15 წლის ბავშვები
ვადები/ხანგრძლივობა:7 დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.საექსპოზიციო მასალის მომზადება
საექსპოზიციო მასალად მოსწავლეები იყენებენ მათ მიერვე დამზადებულ მოსაწვევებს, ნახატებს,ფიროსმანის ნამუსევრების ილუსტრაცუებს და ძველი თბილისის ამსახველ ფოტოებს.
2.თეორიული მომზადება: ექსპოზიცია შეიძლება გავყოთ სამ ნაწილად:
1) ფიროსმანის შემოქმედება და მისი ბიოგრაფია; ამ ნაწილის მოსამზადებლად, მოსწავლეები გამოიყენებენ სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას, აგრეთვე დამატებით ლიტერატურასა და ინტერნეტში მოძიებულ ცნობებს ფიროსმანის შესახებ
2) ძველი თბილისი
ამ ნაწილისთვის გამოიყენებენ ძველი თბილისის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას.
3)მოსწავლეთა გამოფენა თემაზე მე და თბილისი. ამ ნაწილში გამოიფინება ბავშვების მიერ დახატული სურათები ძველი თბილისის თემაზე.
გამოიყოფა სამი ჯგუფი ორი გიდების და ერთი მხატვრების. გიდების პირველი ჯგუფი მოამზადებს ტექსტს ფიროსმანის ნამუშევრებისა და მისი ბიგრაფიის შესახებ. გიდების მეორე ჯგუფი ძველი თბილისის ნაგებობების უბნებისა და ქუჩების შესახებ.
მხატვრების ჯგუფის წევრები კი ისაუბრებენ თავიანთი ნამუშევრების შესახებ.
3.ექსპოზიციის ტექნიკური მომზადება: საგამოფენო სივრცე გაიყოფა სამ პავილიონად: ტიხრების ან სხვა საშუალებებით. ისე რომ ეს სამი ნაწილი ერთ სივრცეში განთავსდეს. ერთი ან ორი გიდი დამთვალიერებლებს ფიროსმანისა და ძველი თბილისის შესახებ მოუთხრობენ. მხატვრები კი თითონვე წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და პასუხებს გასცემენ სტუმრების შეკითხვებს თავიანთი ნახატების შესახებ. ექსპოზიცია წარიმართება მუსიკის ფონზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ა) მოსწავლეები გაიგებენ ექსპოზიციის მნიშვნელობას. ბ) გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას და XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ გარემოს. გ) გაეცნობიან ქართველი მხატვრების შემოქმედებას, დ) თავად შექმნიან ნამუშევრებს ძველი თბილისის თემაზე.ე) დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს. ვ) მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი ხედვა, ფანტაზიის და წარმოსახვის უნარები.
სარგებელი სხვისთვის:
სამუშაო ენა: ქართული;
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: ეკა ჭელიძე;
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ekachelidze@gmail.com